დაადგინეს ადამიანის სიცოცხლის მაქსიმალური ასაკი

მეცნიერებმა განსაზღვრეს მაქსიმალური ასაკი, რისი მიღწევაც ადამიანს შეუძლია. Nature Communications-ში გამოქვეყნებული კვლევები გვამცნობს, რომ სრულყოფილი ჯანმრთელობის მქონე ადამიანის სიცოცხლის მაქსიმალური პერიოდი 120-დან 150 წლამდეა.

მეცნიერთა თქმით, აღნიშნული ასაკის მიღწევა მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ, რომლებსაც ჯანმრთელობა ხელს შეუწყობთ და გულის, ან კიბოს პრობლემები არ შეაწუხებთ.

მკვლევართა ჯგუფმა “დაბერების სიჩქარე” აშშ-ს, ბრიტანეთის და რუსეთის მონაცემების მიხედვით შეისწავლა. ისინი დააკვირდნენ, როგორ იცვლება ადამიანების ბიოლოგიური ასაკი და გამოკვეთეს მისი განმაპირობებელი ფაქტორები. ამას მათ ორგანიზმის დინამიკური მდგომარეობის ინდიკატორი უწოდეს – რაც თავის მხრივ, ფიზიკური ძალების აღდგენის უნარია, რისი შემცირების შემდეგაც ადამიანი კვდება.

კვლევა ამტკიცებს, რომ როგორი ჯანმრთელიც არ უნდა იყოს ადამიანი და რამდენადაც არ უნდა გადაურჩეს ის მომაკვდინებელ დაავადებებს, 120-დან 150 წლამდე, ეს ის ლიმიტია, რასაც ფიზიკურად ვერ გადავლახავთ.