“მუსიკიდან საბოლოოდ მივდივარ” – Sinead O’Connor

ირლანდიელმა შემსრულებელმა, შინეიდ ო’კონორმა განაცხადა, რომ 2022 წელს, თავისი მეთერთმეტე ალბომის No Veteran Dies Alone გავრცელებით, მუსიკალურ მოღვაწეობას საბოლოოდ დაასრულებს.

მომღერლის მიერ სოციალურ ქსელ Twitter-ში გამოქვეყნებულ პოსტებზე დაყრდნობით, შინეიდ ოკონორის წასვლის შესახებ ცნობას Billboard-იც ავრცელებს.

54 წლის არტისტის შეფასებით, ეს სევდიანი გადაწყვეტილება არ არის, რადგან 40-წლიანი კარიერის შემდეგ, ცხოვრებაში ახალ ეტაპზე გადასვლის დრო დაუდგა.

“ეს ორმოცწლიანი თავგადასავალი იყო. ახლა, ცვლილებების და ჩემი სხვა ოცნებების განხორციელების დროა. უკაცრავად, თუ პრომოუტერები, აგენტები და მენეჯერები გავანაწყენე. გავაანალიზე, რომ თავად ვარ საკუთარი თავის უფროსი. არ მინდოდა, კაცების თანხმობას დავლოდებოდი, თუ როდის შევძლებდი განმეცხადებინა ამის შესახებ”, – წერს შინეიდი ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტებში.