“დღეს არცერთი ჩვენგანი არ ვიმსახურებდით ნაკრების მაისურით თამაშს, ბოდიშს ვუხდით გულშემატკივარს” – გურამ კაშია

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანეთის ეროვნულ გუნდს თბილისში უმასპინძლა და 1:7 დამარცხდა. ეს “ჯვაროსნებს“ ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება იყო.

მატჩის შემდგომ კომენტარი გააკეთა გურამ კაშიამ.

“ასეთი თამაშის მერე, ყველანი ვალდებულები ვართ რაღაც რეაქცია ვაჩვენოთ და ის სისუსტე, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა ვაჩვენეთ შემდეგი თამაშისთვის გამოვასწოროთ. რა თქმა უნდა, შეიძლება ესპანეთის ნაკრებთან წააგო, ძალიან ძლიერი გუნდია მაგრამ, ამხელა შედეგით, ასეთი სუსტი თამაშით არა, ძალიან მწყდება გული, რომ აქ მოსულ გულშემატკივარს იმედები გავუცრუეთ. ყველა ფეხბურთელმა თავისი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, ყველაზე დიდ პასუხისმგებლობას მე ვგრძნობ. დღეს, ნაკრების მაისურით თამაშს არც ერთი ფეხბურთელი არ იმსახურებდა, კიდევ ერთხელ ვწუხვარ ასეთი შედეგისთვის”, – განაცხადა კაშიამ.