ევროკომისიის თანამშრომლებს TikTok-ით სარგებლობა აეკრძალათ

ევროკომისიის თანამშრომლებს, ტელეფონებიდან და კორპორაციული მოწყობილობებიდან TikTok-ის წაშლა დაევალათ. უწყების განცხადებით, გადაწყვეტილება, მონაცემების დასაცავად და კიბერუსაფრთხოების ზომების გასაუმჯობესებლად მიიღო.

სოციალურ ქსელ TikTok-ს, რომელიც ჩინურ კომპანია ByteDance-ს ეკუთვნის, ბრალი ედება იმაში, რომ ის მომხმარებლების შესახებ პირად ინფორმაციას აგროვებს და ჩინეთის მთავრობას გადასცემს. თავის მხრივ, TikTok-ი ამტკიცებს, რომ ის სხვა სოციალური ქსელებისგან არაფრით განსხვავდება.

ევროკავშირის ინდუსტრიის ხელმძღვანელმა ტიერი ბრეტონმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკომისიის აღმასრულებელი დირექტორი დაინტერესებულია კიბერუსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესებით და უარს ამბობს დამატებითი დეტალების მოწოდებაზე.

აღნიშნული აკრძალვა ასევე ნიშნავს იმას, რომ ევროკომისიის თანამშრომლებს არ შეუძლიათ TikTok-ის გამოყენება პერსონალურ მოწყობილობებზე, რომლებზეც ოფიციალური აპლიკაციები აქვთ დაინსტალირებული.