Samsung-ი სატელიტური კომუნიკაციის საკუთარ პლატფორმას ამზადებს

Samsung-ი სატელიტური კომუნიკაციის საკუთარ პლატფორმას ამზადებს. კომპანიის განმარტებით, სისტემას ორმხრივი ტექსტური შეტყობინებებისა და HD ვიდეოს მხარდაჭერა ექნება.

კომპანიამ წარმოადგინა ახალი სტანდარტიზებული 5G NTN მოდემი, რომელიც სმარტფონებსა და თანამგზავრებს შორის ორმხრივი კომუნიკაციის საშუალებას იძლევა. ამ ტექნოლოგიის წყალობით, მომხმარებლებს შეეძლებათ, ფიჭური ქსელის გამოყენების გარეშე, გაგზავნონ და მიიღონ ზარები, ტექსტური შეტყობინებები და მონაცემები. სისტემა, Samsung-ის Exynos-ის მომავალ ჩიპებში იქნება ინტეგრირებული.

პლათფორმის მიზანია, მთებში, უდაბნოში ან სხვა შორეულ რაიონებში მცხოვრებ ადამიანებს, კრიტიკულ სიტუაციებში სხვებთან კომუნიკაციის საშუალება ჰქონდეთ.