ესპანეთში, გამოქვაბულში 24 000 წლის წინ შესრულებულ ნახატებს მიაკვლიეს

ესპანეთში, ვალენსიაში, მეცნიერებმა პალეოლითის ხანაში შექმნილ მხატვრობის ნიმუშებს გამოქვაბულში მიაკვლიეს.

აღნიშნული კოლექცია 100-ზე მეტი გამოსახულებისგან შედგება, რომელთა შორისაც, სულ მცირე, 19 სხვადასხვა ცხოველია, ნამუშევრები კი დაახლოებით 24 000 წლისაა.

აღმოსავლეთ ესპანეთში აქამდე პლეისტოცენის ეპოქის გამოქვაბულის მხატვრობის მხოლოდ 3 ნიმუში იყო აღმოჩენილი, რადგან უმეტესობა ქვეყნის ჩრდილოეთსა და პირენეების გასწვრივაა გაბნეული.

Cova Dones-ის სახელით ცნობილ გამოქვაბულს, სადაც ახალ გამოსახულებებს მიაგნეს, მოგზაურები ხშირად სტუმრობდნენ, თუმცა 2021 წლის ივნისამდე მის კედლებზე ნახატები არ შეუნიშნავთ. წელს ჩატარებულმა კვლევამ მეცნიერებს, მისი, როგორც პალეოლითის ხანის მხატვრობის უმთავრესი “ნაკრძალის” იდენტიფიცირების საშუალება მისცა.