მეცნიერული კვლევით დადასტურდა, რომ მოწევა ადამიანის ნაადრევ დაბერებას უწყობს ხელს

მეცნიერებმა გამოიკვლიეს მოწევის ზეგავლენა ორგანიზმზე, კვლევებით დადგინდა, რომ თამბაქოს მოწევა კანის ბიოფიზიკურ პარამეტრებზე ახდენს გავლენას, მათ შორის, დერმის, ეპიდერმისსა და ნასოლაბიური ნაკეცების სისქესა და სიმკვრივეზე.

ბიოტექნოლოგიის ეროვნული ცენტრის თანახმად, თამბაქოს მოწევამ შეიძლება კანის სისქისა და სიმკვრივის ცვლილებები გამოიწვიოს, ამასთან, პოტენციურად ხელი შეუწყოს სახის ნაოჭების განვითარებას.

მეცნიერებმა დეტალური კვლევა ჩაატარეს, რომელიც მოწევასა და დაბერებას შორის კავშირს იკვლევდა. მკვლევრებმა ამისთვის 472 174 ადამიანის მონაცემები გააანალიზეს.

“ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ მოწევა ლეიკოციტების ტელომერების სიგრძის შემცირებას იწვევს, რაც ქსოვილის თვითაღდგენის, რეგენერაციისა და დაბერების მაჩვენებელია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოწევას შეუძლია დააჩქაროს დაბერების პროცესი, ხოლო თავის დანებებამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს შესაბამისი რისკები”, — განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა სიიუ დაიმ.