მერაია ქერიმ ამ დრომდე უცნობი კლიპი UNDERNEATH THE STARS გაავრცელა

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, მერაია ქერიმ შემოქმედებითი მოღვაწეობის 30 წლისთავთან დაკავშირებით კომპოზიციის Underneath The Stars აქამდე გამოუქვეყნებელი კლიპი გაავრცელა. სიმღერა 1995 წელს გამოსულ, მის რიგით მეხუთე ალბომში Daydream იყო წარმოდგენილი.