უდაბნოში გაურკვეველი წარმოშობის მეტალის ობელისკი აღმოაჩინეს

აშშ-ში, იუტას საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის (DPS) წევრების ესქპედიციამ, იუტას ველურ ტერიტორიებზე, ერთი შეხედვით, არამიწიერი მისტიური მეტალის ობელისკი აღმოაჩინეს.

იუტას DPS-ის საავიაციო ბიუროს ოფიცრები, გასულ ოთხშაბათს, ველური ბუნების რესურსების სამმართველოს ეხმარებოდნენ ამ ტერიტორიაზე დიდრქიანი ცხვრების რაოდენობის შესწავლაში. ისინი ვერტმფრენით გადაადგილდებოდნენ, როცა მათ დაინახეს უცნობი ობიექტი, რომელიც იქ თითქოს პირდაპირ ფილმიდან “2001: კოსმოსური ოდისეა” გაჩნდა.

როდესაც ეკიპაჟი იმ ადგილას მიბრუნდა, მათ დაინახეს წითელ ქვებს შორის აღმართული მბზინვარე ვერცხლისფერი ობელისკი, რომელიც თითქოს მიწიდან ამოზრდილიყო. ჰატჩინგსის შეფასებით, იგი დაახლოებით 3-3.5 მეტრი სიმაღლის იყო. “იგი აქ შემთხვევით ჩამოვარდნილს არ ჰგავდა. ობელისკი ისე გამოიყურებოდა, თითქოს იგი გამიზნულად ჩაარჭეს ამ ადგილას”, – განუცხადა მან KSL-ს. მიუხედავად ამისა, იგი ფიქრობს, რომ მეტალის ობელისკი, სავარაუდოდ, იქ არა უცხოპლანეტელის, არამედ ხელოვანის მიერ იყო მოთავსებული.