მეცნიერებმა ბაქტერია შექმნეს, რომელიც ელექტროენერგიას წყლისგან გამოიმუშავებს

ლოზანის შვეიცარიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფმა, ბაქტერია Escherichia coli შექმნა, რომელიც ელექტროენერგიას გამდინარე წყლისგან წარმოქმნის. ამის შესახებ პროფესორმა არდემის ბოღოსიანმა განაცხადა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აქამდე ასეთი ეფექტური არცერთი ბაქტერია ყოფილა.

“არსებობს ეგზოტიკური მიკრობები, რომლებიც ბუნებრივად გამოიმუშავებენ ელექტროენერგიას. მიუხედავად ამისა, მათ ეს მხოლოდ კონკრეტული ქიმიკატების გამოყენებით შეუძლიათ. მათგან განსხვავებით E. coli ფართო სპექტრის წყაროებზე იზრდება. ამან ელექტროენერგიის ფართო სპექტრის გარემოში წარმოების საშუალება მოგვცა, მათ შორის ჩამდინარე წყლებიდან”, — აცხადებს კვლევის ავტორი, არდემის ბოღოსიანი.