პაბლო პიკასოს ნახატი “ფემა-ლა-მონტრე” აუქციონზე გაიყიდება

ნოემბერში, აუქციონზე, პაბლო პიკასოს ნახატი “ფემა-ლა-მონტრე” გაიყიდება. პორტრეტზე, პიკასოს ახალგაზრდა საყვარელი, მარი-ტერეზა ვალტერია გამოსახული.

ნახატი 1932 წელსაა შესრულებული, როდესაც მხატვარი ჯერ კიდევ მოცეკვავე ოლგა ხოკლოვაზე იყო დაქორწინებული.

აუქციონის სახლი იმედოვნებს, რომ ნამუშევარი 120 მილიონ დოლარზე მეტად გაიყიდება.