მისტიკური ობელისკი უკვალოდ გაქრა

 იუტას შტატის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მისტიკური ობელისკი გაქრა და მათ წარმოდგენა არ აქვთ, რა ბედი ეწია მას.

“გვაქვს სანდო ინფორმაცია, რომ უკანონოდ განთავსებული კონსტრუქცია, რომელსაც “მონოლითი” ვუწოდეთ, სახელმწიფოს კუთვნილი მიწიდან ჩვენთვის უცნობმა მხარემ აიღო. BLM-ს არ აუღია კონსტრუქცია, რომელიც კერძო საკუთრებად მიიჩნევა”, – დასძენენ ისინი.

შეგახსენებთ, ერთი კვირის წინ, აშშ-ში, იუტას საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის (DPS) წევრების ესქპედიციამ, იუტას ველურ ტერიტორიებზე, ერთი შეხედვით, არამიწიერი მისტიური მეტალის ობელისკი აღმოაჩინეს.