რიანა პირველ შვილს ელოდება

ვიდრე რიანას ფანები, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, მის ალბომს ელიან, ირკვევა, რომ თავად მომღერალი პირველი ბავშვის მოლოდონშია. რიანასა და ასაპ როკის ფოტოები, რომელმაც ინტერნეტი უკვე დაიპყრო, ნიუ-იორკში, გასულ ვიქენდზეა გადაღებული.

წარსულში ბარბადოსელ ლამაზმანს საკმაოდ ბევრი სასიყვარულო ისტორია ჰქონდა. თუმცა 2021 წლის Met Gala-ზე გაირკვა, რომ ის ძველ სიყვარულს დაუბრუნდა, რასაც როგორც ჩანს, ლოგიკური შედეგი მოჰყვა და სულ მალე, 33 წლის რიანა და 32 წლის რეპერი A$AP Rocky მშლობლები გახდებიან.