მეცნიერებმა მარსზე ახალი აღმოჩენა გააკეთეს

NASA-ს მეცნიერებმა, ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად დაადგინეს, რომ პლანეტა მარსზე წყალი ჯერ კიდევ 2 მილიარდი წლის წინ იყო. ამას წყლის მიერ დალექილი მარილის დეპონირება მოწმობს, რომელიც გამდინარე წყალმა დატოვა.

აღნიშნული მოვლენის აღმოჩენა, მარსზე გადაღებული სურათების შესწავლის შედეგად მოხერხდა. სურათები, მარსზე მომუშავე სადაზვერვო აპარატმა გადაიღო, რომელიც წითელ პლანეტაზე 2006 წლიდან იმყოფება და მეცნიერებს პლანეტის ზედაპირის შესახებ, მაღალი სიზუსტის ფოტომასალებს აწვდის.

ცნობისთვის, ბოლო მონაცემების შედეგად ითვლებოდა, რომ მარსზე წყალი დაახლოებით 4.1 – 3.7 მილიარდი წლის წინ საბოლოოდ გაქრა.