რუსეთი საერთაშორისო კოსმოსური სადგურის დატოვებით იმუქრება (ისევ)

რუსეთის კოსმოსური სააგენტოს, ხელმძღვანელმა, დმიტრი როგოზინმა ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში საერთაშორისო კოსმოსური სადგურის დატოვების შესახებ “დაიმუქრა”. როსკოსმოსის ხელმძღვანელი ასე ცდილობს დაუპირისპირდეს ოკუპანტი ქვეყნისთვის, აშშ-ის, კანადის, იაპონიისა და ISS-ის პროგრამაში ჩართული ევროპული ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს.

“ვთვლი, რომ საერთაშორისო კოსმოსური სადგურისა და სხვა ერთობლივი პროგრამების ფარგლებში პარტნიორებთან ნორმალური ურთიერთობის აღდგენა მხოლოდ უკანონო სანქციების სრული და უპირობო მოხსნითაა შესაძლებელი. მისიის თანამშრომლობის დასრულების კონკრეტული თარიღი ჩვენი ქვეყნის მიერ უახლოეს დროში გახდება ცნობილი”, წერ როგოზინი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსეთი საერთაშორისო კოსმოსური სადგურის დატოვებით იმუქრება. სავარაუდოდ, ამ მუქარებს ასრულება არ უწერია, რადგან საერთაშორისო კოსმოსური სადგურის დატოვებით, პრობლემები კი გაჩნდება, თუმცა მოგვარდება და კოსმოსური მისიები გაგრძელდება, უკვე რუსეთის გარეშე.

იმედს ვიტოვებთ, რომ ოკუპანტი ქვეყანა სანქციების საპასუხოდ უფრო გლობალურად იმოქმედებს და დედამიწასაც დატოვებს, რათა დანარჩენმა სამყარომ მშვიდად შეძლოს არა მხოლოდ კოსმოსის ათვისება, არამედ უკვე ათვისებულ, მშობლიურ პლანეტაზე ცხოვრება.