ზელენსკის სიტყვა გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე

გუშინ, გრემის ამერიკული მუსიკალური დაჯილდოების რიგით 64-ე ცერემონიაზე, საზოგადოებას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა:

“რას ჰგავს მუსიკა ყველაზე ნაკლებად?! დანგრეული ქალაქების სიჩუმეს და მოკლული ხალხის დუმილს. ჩვენი ბავშვები ვარსკვლავების ნაცვლად, ციდან ჩამოყრილ ბომბებს ხატავენ, გვყავს ომის შედეგად ასობით დაღუპული და დაშავებული ბავშვი, რომელთა ნახატებსაც ვეღარასდროს ვნახავთ. უკრაინელი მშობლები, თავშესაფრებში მხოლოდ იმითაც არიან ბედნიერი, რომ მათ გაეღვიძათ და ჯერ კიდევ ცოცხლები არიან. ჩვენ არ ვიცით, შევძლებთ თუ არა კვლავ ვნახოთ საყვარელი ადამიანები და ვიყოთ მათ გვერდით. ომი არ გვაძლევს საშუალებას, ავირჩიოთ ვინ გადარჩება და ვინ დარჩება მარადიულ სიჩუმეში. ჩვენი მუსიკოსები სმოკინგის ნაცვლად ჯავშანს ატარებენ. საავადმყოფოებში უმღერიან დაჭრილებს, მათაც, ვისაც მათი ვეღარ ესმის, რადგან მუსიკას შეუძლია ყველგან შეაღწიოს, აბსოლუტურ სიჩუმეშიც. ჩვენ ვიცავთ ჩვენს თავისუფლებას, რათა ვიცხოვროთ, გვიყვარდეს და კვლავ დავარღვიოთ ომით დამდგარი სიჩუმე. ჩვენს მიწაზე ვებრძვით რუსეთს, რომელსაც საშინელი სიჩუმე მოაქვს თავისი ბომბებით უკრაინაში, მკვდარი სიჩუმე. შეავსეთ სიჩუმე თქვენი მუსიკით! შეავსეთ იგი დღესვე. ნებისმიერი თქვენი აქტივობით, დაგვიჭირეთ მხარი, ოღონდ ნუ იქნებით ჩუმად. დაარღვიეთ სიჩუმე ყველგან და მოყევით ჩვენი ისტორია,” – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის ვიდეომიმართვის შემდეგ, გრემის დაჯილდოების სცენაზე, მაყურებლის წინაშე წარდგნენ ჯონ ლეჯენდი, უკრაინელი მომღერალი მიკა ნიუტონი, პოეტი ლიუბა იაკიმჩუკი და სხვა უკრაინელი შემსრულებლები.