სამხრეთ ჩინეთში, ტაიფუნით გამოწვეული წყალდიდობის დროს ფერმიდან ათობით ნიანგი გაიქცა

სამხრეთ ჩინეთში, ტაიფუნ “ჰაიკუის” მიერ გამოწვეული წყალდიდობის დროს, ფერმიდან ათობით ნიანგი გაიქცა – ამის შესახებ ჩინეთის ხელისუფლება იუწყება.

ნიანგების ფერმიდან დაახლოებით 75 რეპტილია გაიქცა, როდესაც გუანდონგის პროვინციაში, მაომინგის ტბა ნაპირებიდან გადმოვიდა.

უსაფრთხოების მიზნით, სპეციალურმა სამსახურებმა რეპტილიების ნაწილი დახოცეს.

ჩინეთის სახელმწიფო მედია იტყობინება, რომ ამ დროისათვის, რვა ნიანგია დაჭერილი, ათეულობით მათგანი კი თავისუფლებაში რჩება.

ხელისუფლების წარმომადგენლები ახლომდებარე სოფლის მცხოვრებლებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

ცნობისთვის, ტაიფუნი “ჰაიკუი” სამხრეთ აზიაში ერთ კვირაზე მეტია მძვინვარებს და ჩინეთს, ჰონგ კონგს, ტაივანსა და იაპონიას შეეხო.

შვიდი ადამიანი დაიღუპა და კიდევ სამი უგზო-უკვლოდ დაიკარგა სამხრეთ ჩინეთში ტაიფუნის შედეგად, რომელიც ახლა ტროპიკულ შტორმამდეა შემცირებული, რამაც მეწყერი და წყალდიდობა გამოიწვია.