საქართველოს ნაკრები ნორვეგიასთან დამარცხდა

საქართველოს ნაკრები ოსლოში, ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის მატჩში ნორვეგიის ნაკრებთან 1:2 დამარცხდა.

საქართველომ ერთი გოლის გატანა, არბიტრის მიერ დამატებულ პირველ წუთზე შეძლო – ერთადერთი გოლის ავტორი ბუდუ ზივზივაძეა.

ცნობისთვის, მანამდე საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანეთის ეროვნულ გუნდს თბილისში უმასპინძლა და 1:7 დამარცხდა