სიკვდილის შემდეგ, Microsoft ადამიანებს “ჩეთბოტად” გააცოცხლებს

ტექნოლოგიების მოყვარულთათვის სერიალ Black Mirror-ის სიუჟეტებიდან კაცობრიობის მომავლის ბევრი შესაძლო ვერსიაა ცნობილი. Microsoft უკვე რეალურ ცხოვრებაშვი სვამს კითხვას – ისურვებდით თქვენს გარდაცვლილ ახლობელთან მიმოწერის საშუალება გქონდეთ? ცოტა ხნის წინ, აშშ-ის საპატენტო და სავაჭრო ნიშნების ორგანიზაციამ Microsoft-ს “კონკრეტული პირების მოსაუბრე ჩეთბოტის” პატენტი დაუმტკიცა.

Microsoft სწორედ “ციფრული უკვდავების” ხელმისაწვდომობას გეგმავს. თუმცა ამ ეტაპზე საუბარი არ არის ტვინის სრულ სკანირებაზე და მის გაციფრულებაზე. გავრცელებული ინფორმაციით, ტექნოლოგიური გიგანტის მიერ მოპოვებული პატენტი მოიცავს ჩეთბოტებს, რომლის ინფორმაციული ბაზის წყაროც გარდაცვლილის ახლობლები იქნებიან.

“ჩეთბოტი” ადამიანთან მოსაუბრე პროგრამაა და მას ადამიანის მსგავსი, რეალური, იმპროვიზებული დიალოგის წარმოება შეუძლია. თავში Black Mirror-ის შესახებ გესაუბრეთ, თუმცა იდეა ცნობილი ბრიტანელი მეცნიერისგან, ალან ტურინგისგან მოდის. ტურინგმა მისი ცნობილი ტესტი 1956 წელს გამოაქვეყნა. ტურინგის ტესტის დროს, ადამიანი ეკონტაქტება კომპიუტერს და ადამიანს, ისე რომ მათ ვერ ხედავს. თუ ტესტის მონაწილე ვეღარ გაარჩევს ადამიანი პასუხობს თუ კომპიუტერი, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ კომპიუტერმა გამოცდა ჩააბარა. ტურინგის დროს მსგავსი ექსპერიმენტის პრაქტიკული განხორცილება შეუძლებელი იყო. თუმცა, დღეს, ჩვენ გვყავს ჩეთბოტების მთელი არმია, რომლებიც ხშირად ისე დამაჯერებლად საუბრობენ, რომ რთულია გაარჩიო, პროგრამა გწერთ, თუ ადამიანი.

ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძვნებული ჩეთბოტ სისტემა დღეს პოპულარულია და უამრავ სფეროში გამოიყენება.  ციფრულ უკვდავების შესახებ გაცილებით მეტის გაგება, “ციფრული დაიჯესტის” 2020 წლის სეზონის მე-4 ეპიზოდში შეგიძლიათ.