ჩინეთში, iPhone 15-ის საყიდლად ასობით ადამიანი დილის 05:00 საათიდან რიგში იდგა

ჩინეთში, iPhone 15-ის საყიდლად ასობით ადამიანი დილის 05:00 საათიდან რიგში იდგა, რათა პირველებს ეყიდათ ახალი ტელეფონი.

ჩინეთში, iPhone 15-ის გაყიდვა დღეს დაიწყო და პროცესი განსაკუთრებულ ყურადღებას იწვევს, როგორც ტელეფონის ფანებში, ასევე ბაზრის ზედამხედველებში, რადგან ჩინეთის ხელისუფლებამ, სამთავრობო სტრუქტურებში მომუშავე მოქალაქეებს, ამერიკული ტელეფონის ბრენდით სარგებლობა შეუზღუდა.

მიუხედავად შეზღუდვებისა და iPhone-ის მთავარი კონკურენტის Huawei-ს მიერ, ახალი ფლაგმანების გამოშვებისა, iPhone-ზე მოთხოვნა ჩინეთში მზარდია, რასაც ტელეფონის საყიდლად წარმოქმნილი რიგები და ონლაინ შეკვეთების რაოდენობა ადასტურებს.