ინდონეზიის სასამართლომ, TikTok ბლოგერი ღორის ხორცის ჭამისთვის 2 წლით დააკავა

ინდონეზიის სასამართლომ, 33 წლის ბლოგერს, ლინა ლუტფიავატის ღორის ხორცის ჭამისთვის 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და ჯარიმის სახით, 16 245 დოლარის გადახდა დააკისრა. ინფორმაციას The New York Times-ი

2 მილიონიანი აუდიტორიის მქონე ბლოგერმა, მარტში ბალიზე გადაღებული ვიდეო TikTok-ზე გამოაქვეყნა, სადაც ის ღორის ხორც ჭამს. აღნიშნულმა ვიდეომ, ინდონეზიაში სკანდალი გამოიწვია, რადგან მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმია.

ვიდეოს გამო, ქალს ერთ-ერთმა სასულიერო პირმა პოლიციაში უჩივლა და ის მკრეხელობაში დაადანაშაულა.

სექტემბერში, პალემბანგის სასამართლომ ბლოგერის საქმე განიხილა. სასამართლომ ქალი დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით, პატიმრობა და ჯარიმის გადახდა მიუსაჯა.