ცნობილია წლის რომელ პერიოდში გადაშენდნენ დინოზავრები

მეცნიერებმა დაადგინეს წლის რომელ პერიოდში ჩამოვარდა ასტეროიდი, რომელმაც დინოზავრების გადაშენება გამოიწვია. როგორც კვლევებმა აჩვენა, ასტეროიდის ჩამოვარდნით გამოწვეული კატასტროფა, მაისში ან ივნისში მოხდა.

ამის გარკვევა პალეონტოლოგებმა, ჩრდილოეთ დაკოტაში ნაპოვნი უძველესი თევზის გაქვავებული ძვლების შესწავლის შემდეგ შეძლეს.

 საწყის ეტაპზე, მეცნიერებმა თანამედროვე,  გარდაცვლილი ზუთხის ძვლები გამოიკვლიეს. შედეგად, მათ აღმოაჩინეს, რომ სტრატიფიკაცია ფარფლის ძვლებში ხდება, რაც შეიძლება გამოყენებულიყოს თევზის ასაკის დასადგენად. ძვლის ფენების, უფრო სწორად, მათი ქიმიური შემადგენლობის მიხედვით, თევზის ორგანიზმში  ზაფხულში მტკნარი წყლის, ზამთარში კი მარილიანი წყლის მონაცვლეობა შეიმჩნევა. სწორედ ამ ცოდნაზე დაყრდნობით, მეცნიერებმა უძველესი თევზის ძვლები შეისწავლეს, რის შედეგადაც, დედამიწაზე ასტეროიდის ჩამოვარდნის მიახლოებითი პერიოდი დაადგინეს.