დაფიქსირებულია უცნაური სიგნალები, რომელთა მსგავსიც ჯერ არაფერი გვინახავს

ჩვენი პლანეტის კოსმოსურ სამეზობლოში, ამ ეტაპზე დაუზუსტებელი ობიექტი ისეთ სიგნალებს გამოჰყოფს, რომლის მსგავსის ჯერ არასოდეს აღმოგვიჩენია.

დედამიწიდან 4000 სინათლის წლის მოშორებით მყოფი რაღაც, ძალიან უცნაურ რადიოტალღებს ასხივებს. ყოველ 18,18 წუთში, დაახლოებით 30-60 წამის განმავლობაში, ის კაშკაშად პულსირებს და ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ობიექტს წარმოადგენს დაბალი სიხშირის რადიო-ცაზე. მისი პარამეტრები არც ერთი ცნობილი ასტრონომიული ობიექტისას არ ემთხვევა, რაც ასტრონომების გაკვირვებას იწვევს. ობიექტს GLEAM-X J162759.5-523504.3 უწოდეს.

4000 სინათლის წელი შესაძლოა ძალიან ბევრი მოგეჩვენოთ, მაგრამ კოსმოსურ მასშტაბებში ეს მანძილი არაფერია და პრაქტიკულად, ჩვენი გალაქტიკის “უკანა ეზოა”.

GLEAM-X J162759.5-523504.3 დასავლეთ ავსტრალიაში მდებარე მერჩისონის ფართო ხედვის ტელესკოპმა დააფიქსირა. ეს დაბალი სიხშირის რადიოტელესკოპია, რომელიც კომპლექსური დანადგარია და უდაბნოში განთავსებული ათასობით დიპოლური ანტენისგან შედგება.