ხელოვნური გულის მალე გაყიდვაში ჩაეშვება

მსოფლიოში, გულის დაავადებებით ყველაზე მეტი ადამიანი კვდება. განვითარებულ ქვეყნებში ყოველი მეხუთე ადამიანი ერთხელ მაინც განიცდის გულის უკმარისობას სიცოცხლის განმავლობაში. ყველაზე მძიმე შემთხვევებში ერთადერთი გამოსავალი გულის გადანერგვაა, თუმცა ეს პრობლემა უფრო მეტ ადამიანს აწუხებს, ვიდრე დონორი მოიძებნება. პაციენტებმა, შესაძლოა, წლები მოლოდინის რეჟიმში გაატარონ.

ტრანსპლანტაციის მოლოდინში მყოფი ადამიანების დასახმარებლად, ფრანგულმა კომპანია Carmat-მა შექმნა “ხელოვნური გული” – მოწყობილობა, რომელიც ორგანოს დონორის პოვნამდე ჩაანაცვლებს.

ადამიანის რეალური გულის ფორმის მსგავსი ხელოვნური გული 4 კილოგრამს იწონის. მისი კვების წყარო ორი აკუმულატორია, რომლებიც დაახლოებით ოთხსაათიან მუშაობას უზრუნველყოფს. ამის შემდეგ მოწყობილობა დასატენად უნდა შეერთდეს. მოწყობილობის ნაწილები მზადდება ადამიანის სხეულის შესატყვისი მასალებისგან, იმისთვის, რომ შემცირდეს გვერდითი რეაქციები. ქირურგიული ჩადგმის შემდეგ, მოწყობილობა არ საჭიროებს მოვლას. რაც შეეხება მის მუშაობას, ხელოვნური გულის სენსორები ადგენს არტერიულ წნევას და სპეციალური ალგორითმი აკონტროლებს სისხლის ნაკადს რეალურ დროში.

ხელოვნური გულის გაყიდვა გერმანიაში ივნისის ბოლოს დაიწყება.  წლის ბოლოს, კომპანიას 20 ხელოვნური გული ექნება შექმნილი. თითოეული მათგანი საავადმყოფოებში გაიყიდება 160,000 ევროზე მეტად. აღსანიშნავია, რომ გული შესაფერისია მამაკაცთა უმეტესობისთვის, თუმცა ამჟამინდელი დიზაინი ძალიან დიდია ქალების უმრავლესობისთვის.