ჯონ ლენონის დაკარგული საათი იპოვეს – მისი ღირებულება 4.5 მილიონი დოლარია

“ბიტლზის“ სოლისტის ჯონ ლენონის დაკარგული Patek Philippe-ის საათი იპოვეს. მისი ღირებულება 4.5 მილიონი დოლარია.

1980 წელს, ჯონ ლენონის მკვლელობამდე, იოკო ონომ მუსიკოსს, 40 წლის იუბილეზე, Patek Philippe-ის საათი აჩუქა. მრავალი წლის განმავლობაში, საათი დაკარგულად ითვლებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, საათი აქსესუარი ჟენევაში იპოვეს. Bloomberg-ის ცნობით, საათი იტალიელმა კოლექციონერმა გერმანული აუქციონის სახლისგან შეიძინა.

ჟენევის სასამართლომ დაადგინა, რომ აქსესუარზე კანონიერი მესაკუთრის სტატუსი იოკო ონოს აქვს. იტალიელი კოლექციონერი ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.