რუსული ავიალაინერი, რომლის ბორტზეც 170 მგზავრი იმყოფებოდა აეროპორტის ნაცვლად, სოფლის მინდორში დაეშვა

რუსული ავიალაინერი, რომლის ბორტზეც 170 მგზავრი იმყოფებოდა აეროპორტის ნაცვლად, სოფლის მინდორში დაეშვა. ავარიული დაშვების მიზეზად, ჰიდრავლიკის მწყობრიდან გამოსვლა დასახელდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ურალის ავიახაზების თვითმფრინავი Airbus A320, ციმბირის ოლქში ტყესთან არის გაჭედილი.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, პილოტმა დაშვების ადგილად ღია მინდორი მას შემდეგ აირჩია, რაც ომსკთან თვითმფრინავის ჰიდრავლიკა მწყობრიდან გამოვიდა და აეროპორტამდე მიღწევა შეუძლებელი გახდა.

კომპანიაში უარყოფენ იმ ფაქტს, რომ სანქციების გამო, მათ თვითმფრინავების გეგმური ტექინსპექტირების საშუალება არ აქვთ და თვითმფრინავები გაუმართავია.