11 სექტემბრის ტრაგედიიდან 22 წელი გავიდა

11 სექტემბრის ტრაგედიიდან 22 წელი გავიდა. 2001 წელს, ტერორისტული დაჯგუფების, “ალ-ქაიდას” 19-მა წევრმა ამერიკის შეერთებულ შტატებში 4 სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა.

ტერორისტებმა ამერიკის ტერიტორიაზე ტერაქტების სერია განახორციელეს. ორი ავიალაინერი ნიუ-იორკის სავაჭრო ცენტრის ტყუპ ცათამბჯენებს შეეჯახა. მესამე ლაინერი კი პენტაგონის დასავლეთ ფასადს დაეჯახა.

მეოთხე თვითმფრინავში, მგზავრებმა ტერორისტებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ლაინერი პენსილვანიის შტატში ჩამოვარდა.

ტერორისტულ აქტებს, 2 977 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.