Amazon თანამშრომლებს სწავლას სრულად დაუფინანსებს

Amazon-ის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, კომპანია საკუთარ თანამშრომლებს სწავლის გადასახადს დაუფინანსებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება Amazon-ის 1.2 მილიარდ დოლარიანი პროექტის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც კომპანია ინვესტიციას დასაქმებულების განათლებისა და უნარების განვითარებაშიც განახორციელებს.

დაფინანსების პროგრამაში მოხვედრის შანსი 750 000-მდე თანამშრომელს ექნება და მათ დაუფინანსდებათ განათლებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი – სწავლის საფასური, წიგნები და გადასახადები.

ამაზონის საგრანტო პროგრამით სარგებლობა შეეძლება ყველას, ვინც კომპანიაში უკვე სამი თვეა მუშაობს.

Amazon-ის იღბლიან თანამშრომლებს ფონდებთან წვდომა ექნებათ შეუზღუდავი დროით, ვიდრე ისინი ამაზონში იმუშავებენ. დაფინანსების პროგრამას ლიმიტები არ აქვს და არ არის განსაზღვრული რამდენი წლის განმავლობაში გამოიყენებენ დასაქმებულები მას.