სუბარუმ მისი პირველი ელექტრომობილის Solterra EV-ის ვიდეო გაავრცელა

სუბარუმ საკუთარი ელექტრო ავტომობილის პირველი ვიდეოანონსი გაავრცელა.

ავტომწარმოებლის მიერ წარმოდგენილი 4×4 ქროსოვერი – Solterra, იქნება Toyota bZ4X EV-ის მოდიფიცირებული ვარიანტი. ორივე ავტომობილი სუბარუსა და ტოიოტას მიერ e-TNGA-ს პლატფორმის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის პირველი ნაყოფია.

სუბარუს მიერ წარმოდგენილ ვიდეოში მანქანის დიზაინი ჩანს, თუმცა მთლად სრულყოფილ შთაბეჭდილებას, ამ მოკლე ვიდეორგოლით, ელექტრომობილ Solterra-ზე ვერ შეიქმნით.