ASHANTI ახალი კლიპით 2:35 (I WANT YOU) დაბრუნდა

2000-იანი წლების სუპერვარსკვლავი, ამერიკელი მომღერალი, აშანთი მსმენელს ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

მომღერალმა ოფიციალურ Youtube არხზე, ახალი კომპოზიცია “2:35 (I Want You)” და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა.

Ashanti Shequoiya Douglas-მა მუსიკალური მოღვაწეობა 1997 წელს დაიწყო. 2002 წელს აშანთი გახდა პირველი ქალი მომღერალი, რომელიც Billboard Hot 100-ში ერთდროულად დაიკავა პირველი და მეორე ადგილი, კომპოზოციებით “Foolish” და Fat Joe-სთან შესრულებული დუეტით “What’s Luv?”. გრემის მფლობელ აშანთის კარიერის განმავლობაში 27 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული.