ჩინეთში ძაღლები “ციფრულ პირადობას” ცხვირის ანაბეჭდებით მიიღებენ

ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში ახალი სერვისი დაინერგა, რომლის საშუალებითაც, ძაღლის დაკარგვის შემთხვევაში, მფლობელებს მათი ოთხფეხა მეგობრის პოვნა ცხვირის ანაბეჭდით შეეძლებათ.

შინაური ცხოველის იდენტიფიკაციისთვის საკმარისია სპეციალური აპლიკაციის გადმოწერა, ძაღლის ცხვირის ფოკუსირებული ფოტოს გადაღება და მისი ციფრული პირადობის მოწმობის მიღება. ამრიგად, ოთხფეხა მეგობრის შესახებ დეტალური ინფორმაცია, პოლიციის მონაცემთა ბაზაში აისახება და სამართალდამცველებს მისი იდენტიფიცირება მარტივად შეეძლებათ, როდესაც ძაღლს ქუჩაში მეპატრონის გარეშე შეხვდებიან.

სერვისის შემქმნელებს იმედი აქვთ, რომ ეს გაამარტივებს დაკარგული ან მოპარული შინაური ცხოველების პოვნას და შეამცირებს მაწანწალა ძაღლების რაოდენობასაც. ცხვირის ანაბეჭიანი პირადობა, აბსოლუტურად უმტკივნეულო და არატრავმული პროცედურაა, ვიდრე ცხოველის ჩიპირება.

სამწუხაროდ, აღნიშნული იდენტიფიცირების მეთოდი არ მუშაობს კატების შემთხვევაში, ვინაიდან მათი ცხვირის ანაბეჭდის მიღება ტექნოლოგიურად უფრო რთული პროცესია.