ჰაკერებმა 570 მილიონი $-ის კრიპტო მოიპარეს

როგორც ჩანს, კროპტოვალუტა და ბირჟა არც თუ ისე საიმედო სისტემაა. მსოფლიოში ყველაზე დიდი კრიპტო ბირჟა Binance კიდევ ერთხელ დაჰაკეს. კიბერძარცვით მიყენებული ზარალი ამჯერად ძალიან შთამბეჭდავია. გავრცელებული ინფორმაციით, ჰაკერებმა 570 მილიონ დოლარამდე ღირებულების BNB ტოკენი მოიპარეს. BNB Chain-ის გუნდის თქმით, BNB Smart Chain-ის დამოუკიდებელი ვალიდატორების გაფრთხილება დროულად შეძლეს, რამაც ზარალი შეამცირა და ჰაკერებს არ მისცა საშუალება ნაძარცვი უფრო მასშტაბური ყოფილიყო. ინფორმაციისთვის, BNB ბლოკჩეინი საკუთარ თავში აერთიანებს როგორც BNB Beacon Chain-ს, ისე BNB Smart Chain-ს. 

ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ, ჰაკერებმა Nomad-ის სისტემა გატეხეს, რის შედეგადაც190 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტო ვალუტა მიისაკუთრეს.