Curiosity-მ NASA-ს მარსიდან ახალი სელფი გაუგზავნა

NASA-ს მარსის სამეცნიერო ლაბორატორიის გუნდმა მარსმავალ Curiosity rover-ის მიერ გადაღებული ახალი სურათი მიიღო. მოწყობილობამ სელფი მონ-მერკუს მარსიანული გორაკის ძირას გადაიღო.

სურათზე ჩანს არა მხოლოდ მარსმავალი, არამედ წითელი პლანეტის ულამაზესი პანორამაც.

ფოტოები 26 მარტს არის გადაღებული. ისინი სპეციალისტებს ადგილების გეოგრაფიის უკეთ შესწავლაში დაეხმარება.

მონ-მერკუზე Curiosity rover მცირე ხვრელები უნდა გააკეთოს, რათა მეცნიერებმა კლდოვანი მასის უკეთ შესწავლა შეძლონ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ აპარატი ნონტონიტის პოვნას შეძლებს. ეს მინერალია, რომელიც მანამდე ორბიტალურმა აპარატებმა შეამჩნიეს.