Facebook და Instagram შესაძლოა ევროპაში გაითიშოს

კომპანია Meta ევროკავშირის ქვეყნებს აფრთხილებს, რომ შესაძლოა მათ ტერიტორიაზე Facebook და Instagram გაითიშოს. ამის შესახებ ინფორმაცია bloomberg-ი ავრცელებს.

Meta-ს ინფორმაციით, მომხმარებელთა მონაცემების აშშ-ში დამუშავების თაობაზე, ევროკავშირთან მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. აქედან გამომდინარე, ევროპის ტერიტორიაზე მათი პლატფორმების მუშაობა საფრთხის ქვეშაა.

შეგახსენებთ, რომ მომხმარებლის კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ ევროპული კანონმდებლობის თანახმად, ევროპელი მომხმარებლების მონაცემები ევროკავშირის იურისდიქციას არ უნდა გასცდეს. შესაბამისად, Meta-ს არ აქვს უფლება, ეს მონაცემები აშშ-ში არსებულ სერვერებზე გადაიტანოს, შეინახოს და დაამუშაოს.

მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, კომპანია Meta იმედოვნებს, რომ მიმდინარე წელს, ევროკავშირთან შეთანხმებას მიაღწევს და მთელი ევროპის მასშტაბით სერვერების გამორთვა არ მოუწევს.