კულტურის სამინისტროს დაფინანსებით, კომპიუტერული თამაში “დიდგორი” იქმნება

საქართველოს კულტურის სამინისტროს დაფინანსებით, კომპიუტერული თამაში “დიდგორი” შეიქმნება. კომპიუტერული თამაშის პრეზენტაცია, დღეს 8 თებერვალს შედგა და ის დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს მიეძღვნა.

სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში „ქართული კულტურის, ისტორიისა და მითოლოგიის პოპულარიზაციის ხელშემწყობი კომპიუტერული თამაშის შექმნა, “გამარჯვებული პროექტის “ძლევაი საკვირველის”-ს ფარგლებში მოხდა. თამაშიც შექმნაზე კომპანია, სილესტიალ დიმენშენი“ მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში პირველად სახელმწიფო აფინანსებს კომპიუტერული თამაშის შექმნას. კულტურის სამინისტრომ მოცემული კონკურსი დიდგორის ბრძოლიდან 900 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოაცხადა. სამინისტრომ გაითვალისწინა 21-ე საუკუნის ახალგაზრდების მზარდი ინტერესი ციფრული მედიის მიმართ და სწორედ ამის საფუძველზე გადაწყდა ისეთი პროექტის შექმნა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებით გააცოცხლებს ამ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ თარიღს და მოახდენს მის პოპულარიზაციას ახალგაზრდა თაობებში, მათი საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით.

ცნობისთვის, პროექტის პირველი ეტაპის რელიზი მაისის დასაწყისში იგეგმება. თამაშის მექანიკა აგებულია ტაქტიკური სტრატეგიის პრინციპზე (მოთამაშის მიერ ბრძოლის იზომეტრიულ ხედვაზე). მეომრების აღჭურვილობა და ანიმაციურ ვიდეორგოლებში გადმოცემული ეპოქალური მოვლენები მაქსიმალურად ავთენტურია, ხოლო ილეთები დაეფუძნა ქართული საბრძოლო ხელოვნების ელემენტებს. კომპიუტერული თამაშის შექმნის პროცესში პროექტის გუნდს კონსულტაციას ისტორიკოსი, დავითის პერიოდის მკვლევარი მიხეილ ბახტაძე უწევდა.

თამაშის თრეილერის სანახავად გადადით ბმულზე.