Ford-ი ავტომობილების წარმოებას ამცირებს

კომპანია Ford-ი, აშშ-ის, მექსიკასა და კანადის რვა ქარხანაში ავტომობილების წარმოებას შეამცირებს. კომპანიის განმარტებით, წარმოების შემცირება მიკროჩიპების დეფიციტის გამო მოხდება.

მას შემდეგ რაც კომპანიამ განაცხადა, რომ მათი კვარტალური მოგება მოსალოდნელზე ნაკლები იქნებოდა, Ford-ის აქციები დაეცა. თუმცა კომპანიაში განმარტავენ, რომ ავტომობილების გაყიდვების მაჩვენებლის ვარდნა, მიკროჩიპების დეფიციტის გამო მოსალოდნელი იყო და წლის მეორე ნახევარში, ავტომობილების გაყიდვების მნიშვნელოვან ზრდას ელიან.

ცნობისთვის, ავტომობილების წარმოება შეჩერდება მიჩიგანში, ჩიკაგოში და მექსიკაში, კუუტიტლანში მდებარე ქარხნებში. კანზას სითიში F-150 პიკაპის წარმოება შეჩერდება, ხოლო ტრანზიტის ფურგონის აწყობა მხოლოდ ერთ ცვლაში განხორციელდება.

ქარხნები დიბორნში, კენტუკისა და ლუისვილში ასევე იმუშავებენ ერთ ცვლაში ან შემცირებული გრაფიკით. ზეგანაკვეთური სამუშაოები, კანადის ოკვილის ქარხანაშიც გაუქმდება.