Windows 11-ში ახალი ფუნქციები დაემატება

კომპანია Microsoft-ი Windows 11-ში რამდენიმე ახალი ფუნქციის დამატებას გეგმავს. ისინი მალე ოპერაციული სისტემის სატესტო ბილდებს დაემატება და შემდეგი გამოშვების განახლებაში იქნება ხელმისაწვდომი. ამის შესახებ ინფორმაციამ Twitter-ზე გაჟონა.

ახალი ფუნქციის მეშვეობით, პერსონალიზაციის პარამეტრებში შესაძლებელი იქნება სტიკერების დამაგრება სადაც სხვადასხვა შეხსენებებისა და მნიშვნელობანი ინფორმაციის შენახვას შეძლებთ. ამ სტიკერების რედაქტირება, კონტექსტური მენიუს საშუალებით იქნება შესაძლებელი.

Focus Assist-ის ფუნქციას, რომელიც მუშობის პროცესისთვის ხელის არ შეშლის მიზნით შეტყობინებების გამორთვას ემსახურება, სახელი შეეცვლება და მხოლოდ Focus დაერქმევა. მისი გამოყენებისას, შესაძლებელი იქნება აპლიკაციების პრიორიტეტის მიხედვით დაყოფა, რაც მუშაობის დროს, თქვენთვის უმნიშვნელო შეტყობინებებს დაბლოკავს.

ამასთან, პარამეტრებში ახალი ფუნქცია Sustainability გამოჩნდება, რომელიც მომხმარებლებს ლეპტოპის ენერგოეფექტურობის გაზრდაში დაეხმარება. Windows 11-ში ასევე გამოჩნდება განახლებული საპლანშეტო რეჟიმი, რომელიც ჩართვის დროს, დავალებების გრაფას ავტომატურად დამალავს.