Tesla მილიონამდე ავტომობილს უკან გამოიწვევს

ავტომწარმოებელი Tesla, უსაფრთხოების ღვედების დეფექტის გამო, 817 ათას ელექტრომობილს უკან გაიწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას Hypebeast-ი ავრცელებს.

ამ კვირის დასაწყისში ტესლას ელექტრომანქანებში კიდევ ერთი სახიფათო ხარვეზი უკვე დაფიქსირდა: „მძღოლის ასისტენტის“ რეჟიმში, ნაცვლად იმისა, რომ მანქანა გზაჯვარედინებზე გაჩერებულიყო, ჯერ სვას ანელებდა, შემდეგ ისევ იწყებდა მოძრაობას და კვლავ ჩერდებოდა. ამ სისტემურ ხარვეზს უბედური შემთხვევის გამოწვევა შეეძლო, რის გამოც ილონ მასკის კომპანიამ, დაახლოებით 54000 მანქანა უკან გაიწვია.

რაც შეეხება ახალ ხარვეზს, როგორც მომხმარებლები აცხადებენ, ელექტრომობილი მძღოლს არ ატყობინებს იმის შესახებ, რომ ღვედი შეკრული არ არის. რის გამოც შესაძლოა, მძღოლს ან მგზავრს დაავიწყდეს ღვედის შეკვრა და ავარიის დროს, მძიმედ დაშავდეს. პრობლემა, 2017-2022 წლებში წარმოებულ გარკვეულ მანქანებს შეეხო, კერძოდ, Model S, Model X, Model 3 და Model Y. აღნიშნული პრობლემა შერჩევითად ვლინდება და, როგორც ჩანს, პროგრამული ხარვეზია.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, Tesla მალე პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას გამოუშვებს, რომელიც გამოასწორებს პრობლემას. იმ პირებს, რომლებიც თავად ვერ დააინსტალირებენ განახლებას, Tesla-ს ავტორიზებული სერვისების თანამშრომლები დაეხმარებიან.