ჯეფ ბეზოსი Blue Origin-ის ხომალდით კოსმოსში იმოგზაურებს

საკუთარი კომპანიის Blue Origin-ის მიერ შექმნილი ხომალდით ჯეფ ბეზოსი დედამიწის ატმოსფეროს დატოვებს.

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა საკუთარი რაკეტით მოგზაურობის შესახებ გადაწყვეტილება Instagram-ის გვერდზე გამოაქვეყნა. როგორც ცნობილია ხომალდი New Shepard პირველ სუბორბიტულ მისიას ეკიპაჟით, მიმდინარე წლის 20 ივლისს განახორციელებს.

“ხუთი წლიდან ვოცნებობ კოსმოსში მოგზაურობაზე. 20 ივლისს ჩემს ძმასთან ერთად გავფრინდები. ეს ჩემს საუკეთესო მეგობართან ერთად უდიდესი თავგადასავალი იქნება,” – წერს ჯეფ ბეზოსი ინსტაგრამზე.