NASA მთვარისა და მარსის მისიებში ჰუმანოიდი რობოტების ჩართვას გეგმავს

NASA მთვარისა და მარსის მისიებში ჰუმანოიდი რობოტების ჩართვას გეგმავს. გადაწყვეტილება, ასტრონავტებისთვის პოტენციური საფრთხის აცილებას ისახავს მიზნად.

ჰუმანოიდი რობოტების გარდა, კოსმოსური სააგენტო, მისიებში დისტანციურად მართვადი სპეციალური დრონებისა და ე.წ. ავატარების ფუნქციის მქონე მოწყობილობების გაგზავნასაც აპირებს.

მათი განმარტებით, ეს ასტრონავტებს დედამიწაზე მყოფ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან კომუნიკაციის საშუალებას მისცემს.

პროექტის განსახორციელებლად, NASA კომპანია Apptronik-თან თანამშრომლობს. კომპანიის ჰუმანოიდ რობოტს, პროტოტიპის სახე აქვს და მას Apollo ეწოდება. რობოტის სიმაღლე 1.7 მეტრია, ის 72.5 კილოგრამს იწონის და 4-საათიანი ელემენტებით მუშაობს, რომლებიც მარტივად ეცვლება.