საქართველოს ნაკრები ნორვეგიასთან დამარცხდა
საქართველოს ნაკრები ოსლოში, ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის მატჩში ნორვეგიის ნაკრებთან 1:2 დამარცხდა. საქართველომ ერთი გოლის გატანა, არბიტრის მიერ დამატებულ პირველ წუთზე შეძლო – ერთადერთი გოლის ავტორი ბუდუ ზივზივაძეა. ცნობისთვის, მანამდე საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანეთის ეროვნულ გუნდს თბილისში უმასპინძლა და 1:7 დამარცხდა. ვრცლად
“აეროსმიტის“ სოლისტს ხმის იოგები დაუზიანდა – ის დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ვერ იმღერებს
“აეროსმიტის“ სოლისტს ხმის იოგები დაუზიანდა, რის გამოც ბენდს ტურნეს დროებით შეწყვეტა მოუწია. ამის შესახებ გამოცემა People-ი წერს. ბენდმა ტურნე რამდენიმე კვირის წინ დაიწყო და სულ 3 კონცერტის ჩატარება მოასწრო. კონცერტების განახლებამდე, ჯგუფის ფანებს, რამდენიმე თვე ლოდინი მოუწევთ. “ექიმისგან მკაცრი გაფრთხილება მივიღე, მომავალი 30 დღე ვერ ვიმღერებ“, – წერს 75 წლისვრცლად
ესპანეთში, გამოქვაბულში 24 000 წლის წინ შესრულებულ ნახატებს მიაკვლიეს
ესპანეთში, ვალენსიაში, მეცნიერებმა პალეოლითის ხანაში შექმნილ მხატვრობის ნიმუშებს გამოქვაბულში მიაკვლიეს. აღნიშნული კოლექცია 100-ზე მეტი გამოსახულებისგან შედგება, რომელთა შორისაც, სულ მცირე, 19 სხვადასხვა ცხოველია, ნამუშევრები კი დაახლოებით 24 000 წლისაა. აღმოსავლეთ ესპანეთში აქამდე პლეისტოცენის ეპოქის გამოქვაბულის მხატვრობის მხოლოდ 3 ნიმუში იყო აღმოჩენილი, რადგან უმეტესობა ქვეყნის ჩრდილოეთსა და პირენეების გასწვრივაა გაბნეული. Cova Dones-ისვრცლად
მეცნიერული კვლევით დადასტურდა, რომ მოწევა ადამიანის ნაადრევ დაბერებას უწყობს ხელს
მეცნიერებმა გამოიკვლიეს მოწევის ზეგავლენა ორგანიზმზე, კვლევებით დადგინდა, რომ თამბაქოს მოწევა კანის ბიოფიზიკურ პარამეტრებზე ახდენს გავლენას, მათ შორის, დერმის, ეპიდერმისსა და ნასოლაბიური ნაკეცების სისქესა და სიმკვრივეზე. ბიოტექნოლოგიის ეროვნული ცენტრის თანახმად, თამბაქოს მოწევამ შეიძლება კანის სისქისა და სიმკვრივის ცვლილებები გამოიწვიოს, ამასთან, პოტენციურად ხელი შეუწყოს სახის ნაოჭების განვითარებას. მეცნიერებმა დეტალური კვლევა ჩაატარეს, რომელიცვრცლად
სამხრეთ ჩინეთში, ტაიფუნით გამოწვეული წყალდიდობის დროს ფერმიდან ათობით ნიანგი გაიქცა
სამხრეთ ჩინეთში, ტაიფუნ “ჰაიკუის” მიერ გამოწვეული წყალდიდობის დროს, ფერმიდან ათობით ნიანგი გაიქცა – ამის შესახებ ჩინეთის ხელისუფლება იუწყება. ნიანგების ფერმიდან დაახლოებით 75 რეპტილია გაიქცა, როდესაც გუანდონგის პროვინციაში, მაომინგის ტბა ნაპირებიდან გადმოვიდა. უსაფრთხოების მიზნით, სპეციალურმა სამსახურებმა რეპტილიების ნაწილი დახოცეს. ჩინეთის სახელმწიფო მედია იტყობინება, რომ ამ დროისათვის, რვა ნიანგია დაჭერილი, ათეულობით მათგანივრცლად
რა ღირს 1 აშშ დოლარი – ეროვნულმა ბანკმა ახალი კურსი დაადგინა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6234 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6234 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6251 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0017 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8157 ლარია. მაშინ, როცა დღესვრცლად
ჯენარო გატუზო “ლიონის“ მთავარი მწვრთნელი გახდება
იტალიელი სპეციალისტი ჯენარო გატუზო ფრანგული “ლიონის“ მთავარი მწვრთნელი იქნება, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა RMC Sport-ი ავრცელებს. “ლიონმა“, ცოტა ხნის წინ, მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ლორან ბლანი გაათავისუფლა. მისი ხელმძღვანელობით, გუნდმა საფრანგეთის ჩემპიონატზე არასახარბიელოდ იასპარეზა და პირველ ოთხ ტურში, მხოლოდ ერთი ქულა აიღო, რაც კლუბის ხელმძღვანელებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. წყაროს ინფორმაციით, გატუზომვრცლად
“სასწაულის მოლოდინში” – დღეს iPhone 15-ის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართება
დღეს საღამოს, კომპანია Apple, სექტემბრის ტრადიციულ პრეზენტაციას გამართავს, – აღნიშნული პრეზენტაცია, ტექნოლოგიური სამყაროსთვის ყველაზე პოპულარული მოვლენაა. “სასწაულის მოლოდინში” – ასე ქვია წელევანდელ პრეზენტაციის ღონიოძიებას. პრეზენტაციაზე ახალ iPhone 15-ს წარადგენენ. ღონისძიება თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. პრეზენტაციის ყურება შესაძლებელი იქნება Apple-ის საიტზე, Apple TV -სა და Apple-ის YouTube არხზე.ვრცლად
გამონაბოლქვის მონიტორინგის 8 დღის მონაცემები – დაჯარიმდა 218 მძღოლი
ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლის 8 დღის მონიტორინგის მონაცემები, კანონპროექტის ინიციატორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ “ჩემი ქალაქი მკლავს” გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, 8 დღის განმავლობაში, საქართველოს 4 დიდ ქალაქში სულ 218 ავტომობილის მძღოლი დაჯარიმდა. აქედან: თბილისი 110, ქუთაისი 50, ბათუმი 39 და რუსთავი 20. ცნობისთვის, გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი 4 სექტემბრიდან დაიწყო.ვრცლად
7 წლის ბავშვმა 2,95 კარატიანი ბრილიანტი პარკში იპოვა
არკანზასის შტატში, 7 წლის ბავშვმა 2,95 კარატიანი ბრილიანტი იპოვა. ბავშვი ბრილიანტების სახელმწიფო პარკში დაბადების დღეს აღნიშნავდა, როცა მოყავისფრო ძვირფას ქვას გადააწყდა. პარკის ზედამხედველის თქმით, აღმოჩენილი ქვა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ბრილიანტია, რაც ბოლო წლებში უნახავს. მისივე თქმით, პარკის სტუმრების მიერ აღმოჩენილ ბრილიანტებს შორის, ეს სიდიდით მეორეა და მხოლოდ 3,29 კარატიან ბრილიანტსვრცლად