TikTok-ი 345 მილიონი ევროთი დააჯარიმეს

ირლანდიურმა მარეგულირებელმა, TikTok-ი ბავშვების მონაცემთა კონფიდენციალურობის საკითხზე, 345 მილიონი ევროთი დააჯარიმა.

საჩივარი ეხებოდა იმას, თუ როგორ ამუშავებდა აპლიკაცია ბავშვების მონაცემებს 2020 წელს – განსაკუთრებით, ასაკობრივი გადამოწმებისა და კონფიდენციალურობის პარამეტრებს.

აღნიშნულ ჯარიმა ყველაზე დიდია, რომელიც TikTok-ს მარეგულირებლებისგან მიუღია.

კომპანიის სპიკერის თქმით, დიდი პატივისცემის მიუხედავად, ისინი სანქციას არ ეთანხმებიან, მათთვის განსაკუთრებით მიუღებელია ჯარიმის ოდენობა.