ადამიანის გენომი სრულად გაშიფრულია

2003 წელს ადამიანის გენომის სეკვენსირების შედეგად მისი გენეტიკური მონაცემების 92%-ის გაშიფვრა მოხერხდა, თუმცა მეცნიერებს დღემდე არ ასვენებდათ შეუსწავლელი 8%.

ამ დრომდე შეუსწავლელად დარჩენილი დნმ-ის წილს 100 მეცნიერი სწავლობდა და შედეგად, არსებულ ინფორმაციას 400 მილიონამდე ჩანაწერი დაემატა, რაც ადამიანის სრულ ქრომოსომას შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ ახლა, თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ადამიანის გენომი სრულად გაშიფრულია (სეკვენსირებულია).

ამ კვლევის შედეგები გენეტიკური დაავადებების, იმუნური სისტემის მოქმედების, ადამიანთა მრავალფეროვნებისა და ევოლუციის შესახებ მეტის გასაგებად უმნიშვნელოვანესია.

კვლევის ავტორთა თქმით, ადამიანის გენომი მრავალფეროვანია და სამეცნიერო სამუშაოები გენომის სიღრმეებში წვდომისთვის მომავალშიც გაგრძელდება, რასაც სრულად სეკვენსირებული გენომის მონაცემები გაამარტივებს.