Messenger-ში შეტყობინების უხმოდ გაგზავნას შეძლებთ

Facebook-ის მშობელი კომპანია Meta ახლა messenger-ში Slack-ის მსგავს კომბინაციებს ამატებს, რაც საშუალებას მოგცემთ, შეტყობინება უხმოდ გაგზავნოთ, მონიშნოთ ჩატში ყველა და სწრაფად იპოვოთ სასურველი გიფი. Meta-ს მიხედვით, ორი კომბინაცია – @everyone და /silent, 2022 წლის 29 მარტს გახდა ხელმისაწვდომი. პირველი მათგანი საშუალებას მოგცემთ, თქვენი ჯგუფური ჩატის ყველა წევრი ერთდროულად მონიშნოთ, ადრე ჩატის წევრების მონიშვნა მხოლოდ სათითაოდ იყო შესაძლებელი. იმ შემთხვევაში, თუ შეტყობინების გაგზავნა ჩუმად გინდათ, ისე, რომ არ გსურთ ამ დროს თქვენი მეგობრის messenger-მა ხმა არ ამოიღოს, ამაში /silent დაგეხმარებათ.

Meta-ს ინფორმაციით, ახლო მომავალში დამატებით რამდენიმე მოკლე კომბინაციას ვიხილავთ. /pay-ის საშუალებით messenger-ის ჩატიდან თანხის მოთხოვნას და გაგზავნას შეძლებთ. /gif-ს თუ აკრეფთ და რაიმე თემას მიუთითებთ, შინაარსობრივად შესაბამის ვერსიებს შემოგთავაზებთ. /shrug-ისა და /tableflip-ის აკრეფის შემთხვევაში კი, კლასიკურ ¯\_(ツ)_/¯ და (╯°□°)╯︵ ┻━┻ ემოციებს (ემოჯებს) მიიღებთ.