ალცჰაიმერის განვითარების მიზეზი შესაძლოა ფრუქტოზა იყოს

ადამიანის კოგნიტიური ფუნქციებისა და მეხსიერების დამქვეითებელი დაავადის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, მეცნიერთათვის ამ დრომდე უცნობია. მეცნიერების მიერ ჩატარებული ახალი კვლევებით, ვარაუდობენ, რომ მისი ჩამოყალიბების ხელშემწყობი ფაქტორი, შესაძლოა ფრუქტოზა იყოს.

ალცჰაიმერის გამომწვევ მიზეზად ნავარაუდები ფრუქტოზა ბუნებრივი შაქარია, რომელიც მრავლად გვხვდება სხვადასხვა სახეობის ხილში, ბოსტნეულსა და თაფლში. ადამიანის ორგანიზმში ფრუქტოზა წარმოიქმნება მარილით მდიდარი რაციონის მიღებითაც.

წინა კვლევებით დასტურდებოდა, რომ ფრუქტოზა ტვინის ზოგიერთ რეგიონში მეტაბოლიზმს აფერხებს, რითაც ახალი მოგონებებისა და დროის დინებაზე ყურადღების ბლოკირებას ახდენდა. ეს კი ჩვენს დიდი ხნის წინაპრებს საკვების მოპოვებაში ეხმარებოდა, რადგან საკვების მოპოვებაზე ფოკუსირება და ამისთვის სარისკო ნაბიჯების გადადგმა ასე ბევრად მარტივია.

ახლა, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ოდესღაც გადარჩენისთვის საჭირო მექანიზმი ჩვენში მუდმივად ჩართულია და სწორედ ის გვიბიძგებს, ცხიმით, შაქრითა და მარილით მდიდარი საკვები მივიღოთ. ფრუქტოზის ჭარბი რაოდენობით გამომუშავებას კი შესაძლოა ტვინის ანთებას ან სხვა გართულება მოჰყვეს, რაც თავის მხრივ შესაძლოა საფუძვლად დაედოს და ალცჰაიმერს უძღოდეს წინ.

ამ ეტაპზე ეს მხოლოდ ვარაუდია, თუმცა მეცნიერები ამ მიმართულებით კვლევებს აგრძელებენ.