Twitter-ი მომხმარებლებს ახალ გადასახადს უწესებს

Twitter-ი ორფაქტორიანი ტექსტური შეტყობინებით ავტორიზაციის (2FA) მეთოდს რიგითი მომხმარებლებისთვის აუქმებს და ის ფასიანი გახდება.

სისტემაში შესული პირის ვინაობის ორმაგი შემოწმებით, პროგრამა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს პაროლების გარდა , უსაფრთხოების დამატებითი ფენა შექმნან. მაგრამ, გასულ შაბათს, Twitter-ის მხარდაჭერის ანგარიშმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ 20 მარტიდან, ტექსტური შეტყობინებების ავტორიზაციის მეთოდის გამოყენება, მხოლოდ Twitter Blue აბონენტებს შეეძლებათ.

ტექსტური შეტყობინებით ავტორიზაციის მეთოდის ზოგიერთმა მომხმარებელმა დამატებითი გაფრთხილებაც მიიღო, სადაც აღნიშნულია, რომ ავტორიზაციის ეს მეთოდი ვადის გასვლამდე უნდა გაუქმდეს, რათა მათ საკუთარ გვერდებზე წვდომა არ დაკარგონ.

ამასთან, Twitter-ის მფლობელი და აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი წერს, რომ უფასო ავტორიზაციის მეთოდი, ბევრად უსაფრთხო გახდება.