რატომ არის გაზქურა ჯანმრთელობისთვის საშიში

მეცნიერული კვლევით დადასტურდა, რომ სამზარეულოს ყველაზე ცნობილი ატრიბუტი, გაზქურა ჯანმრთელობისთვის საზიანოა. როგორც კვლევები აჩვენებს, გაზქურის მუშაობის დროს, გამოყოფილი ნივთიერებები, სასუნთქი გზების დაზიანებას იწვევს.

გაზქურა განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის.

საყოფაცხოვრებო გაზი, რომელიც გაზქურას მიეწოდება, არის მეთანი. როდესაც ის იწვის, გარემოში გამოიყოფა მრავალი მავნე ნივთიერება, რომელიც აღიზიანებს ფილტვებს. ეს ძირითადად ეხება აირისებრ აზოტის დიოქსიდს (NO2). უკვე 1970-იან წლებში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჩასუნთქული აირი ღრმად აღწევს ფილტვებში, რაც ანთებით პროცესებს იწვევს.

გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ NO2-ზე ხანგრძლივი ზემოქმედება ზრდის ბავშვებში ასთმის განვითარების ალბათობას. მაღალი კონცენტრაციების ხანმოკლე ზემოქმედება იწვევს ასთმის შეტევებს, ასთმის მქონე ადამიანებში. ამასთან, 2013 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გაზქურების მქონე სახლებში მცხოვრებ ბავშვებს, ასთმის განვითარების რისკი 32%-ით მეტი აქვთ, ვიდრე გაზქურის არმქონე სახლებში მცხოვრებ ბავშვებს.

ოფიციალური მონაცემებით, ყოველი მე-12 ამერიკელი დაავადებულია ასთმით. კერძოდ, ასთმა დაუდგინდა ხუთ მილიონ ამერიკელ ბავშვს. ამავდროულად, ბავშვთა ასთმის შემთხვევების 12% შესაძლოა საყოფაცხოვრებო გაზის წვით იყოს პროვოცირებული.