კანადაში, ჰაერში პატარა ფუტურისტულ ქალაქს ააშენებენ

ამერიკული არქიტექტურული კომპანია Safdie Architects კანადის ყველაზე ხალხმრავალ ქალაქ ტორონტოში ჰაერში პატარა ფუტურისტული დასახლების მშენებლობას გეგმავს. პროექტ Orca Toronto-ს განხორციელებას ამჟამად ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად განიხილავენ.

პატარა ფუტურისტული ქალაქი 100 მეტრი სიგანის მქონე სარკინიგზო ხაზის თავზე, ტორონტოს ტელეანძის დასავლეთით აშენდება.

პროექტის ფარგლებში ცხრა ცათამბჯენის აგება იგეგმება, რომელთაგან ერთში ოფისები განთავდება, დანარჩენი რვა კი საცხოვრებელი სივრცე იქნება. ეს ცათამბჯენები ერთმანეთს განიერი ხიდებით დაუკავშირდება, სადაც ბაღები, დასასვენებელი და გასართობი დაწესებულებები მოეწყობა. განიერი ხიდებიდან და კორპისებიდან კი ტორონტოსა და ონტარიოს ტბის ჩრდილოეთ სანაპიროზე შთამბეჭდავი ხედები გადაიშლება.

ამ დროისთვის Orca Toronto განხილვის ეტაპზეა, ტორონტოში ფუტურისტული ქალაქის მშენებლობის დაწყებისა და დასრულების კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია.