ნორვეგიაში მცურავი ქარის ელექტროსადგური შექმნეს, რომელიც 80 000 სახლს მოამარაგებს

ნორვეგიული კომპანია Windcatching Systems (WCS) ნავთობკომპანია Aibel-თან ერთად, შექმნა უნიკალური “ქარისდამჭერი” სისტემა, რომლის გამომუშავებული ენერგიაც 80 ათასამდე სახლისთვის იქნება საკმარისი.

მცურავი გენერატორი, რეალურად არის 325 მეტრიანი კონსტრუქცია, რომელზეც ჭადრაკული სისტემით განლაგებულია 120 მდე მცირე ზომის ჰაერის ტურბინა.

Windcatcher, ზღვის ფსკერზე დამაგრებულია მეტალის სამაგრებით. მისი სიმძლავრე იქნება ქარის რამდენიმე 15 მეგავატიანი გენერატორის Vestas V236-ის სიმძლავრის თანაბარი.

პროექტის შემქმნელთა თქმით, მისი აწყობა საკმაოდ მარტივია და შესაძლებელია მოხდეს გემზე, დამხმარე სპეციალური ამწეების გარეშე. კონსტრუქციიდან გამომდინარე, მარტივი იქნება მისი სერვისიც, ექსპლუატაციის საგარანტიო ვადა კი 50 წელს შეადგენს, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი ქარის ტურბინების შემთხვევაში.

ამ ეტაპზე მისი ღირებულებიდან გამომდინარე WCS-ის გამომუშავებული ენერგია ცოტა ძვირია, ვიდრე ჩვეულებრივი ქარის ტურბინებისა, თუმცა სხვა საზღვაო გენერატორებისგან განსხვავებით, გაცილებით იაფია. მისი მასტრაბურობიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ ეს ღირებულება კიდევ უფრო შემცირდება.

ავტორთა თქმით, ელექტროსადგურების სატესტო მონტაჟი 2022 წლის ბილომდე განხორციელდება, ხოლო წარმატების შემთხვევაში, მისი მასიური გამოყენება 2023-24 წლებში დაიწყება.