The Beatles-ის რინგო სტარი 81 წლის გახდა

The Beatles-ის დრამერს, რინგო სტარს 7 ივლისს 81 წელი შეუსრულდა. მან Youtube-ს არხზე ვიდეო განათავსა, რომელშიც ჩანს, რომ რინგო საკუთარ იუბილეზე, ცოლთან და მეგობრებთან ერთად ბევერლი ჰილზზე იმყოფებოდა. ვიდეოში ასევე ჩანს ფანების მილოცვები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და კოსმოსიდანაც კი.